ტრენინგის მეოთხე დღე


ტრენინგის მეოთხე დღეს ტრენერმა მიმოიხილა წინა სამ დღეს განხილული საკითხები.შემდეგ მოვახდინეთ ბუკლეტების პრეზენტაცია.ამის შემდეგ გადავედით ახალი მასალის  განხილვაზე,რომლის მიზანი იყო სტანდარტებისა  და გეგმის რუბრიკების გაცნობა.
გავაფორმეთ  ბლოგის დიზაინი და ვისწავლეთ ბლოგზე დისკის  ატვირთვა.
გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას:
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების  შეფასების  სტრატეგიები
წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის 
შესაფასებელი სტრატეგიები
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები
სტრატეგიები გაგებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები
განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმა და მოვიფიქრე როგორ გამოვიყენებ ამ მეთოდს ჩემს თემაში და მოვათავსე პროექტის გეგმის შაბლონში.წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევარჩიე საჭიროსტრატეგია და word-ის ფაილში  ა ვკრიბე და მოვათავსე შეფასების  ფაილში.
დღევანდელი ტრენინგის დღეც იყო დატვირთული და საინტერესო ჩემთვის.

                         1 აგვისტო
ტრენინგის მეხუთე დღეს ტრენერმა მიმოიხილა წინა დღის განხილული საკითხები.შემდეგ გავეცანით სტანდარტებისა დამიზნების რუბრიკას და გავეცანით პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.ვიმუშავეთ poverpoint-ში პროექტის პრეზენტაციზე.მანამდე დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები.
ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებებზე დაგანვიხილეთ როგორ მიუთითოთ გამოყენებული ლიტერატურა,რაც განვახორციელეთ  პრაქტიკულად.ბოლოს ბლოგზე დავამატეთ ახალი გვერდი.
            როგორც წინა დღეები,დღევანდელი დღეც ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო.მადლობა ქალბატონ რუსუდანს.


Comments

Popular posts from this blog

მერვე დღე