Posts

Showing posts from July, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს ტრენერმა მიმოიხილა წინა სამ დღეს განხილული საკითხები.შემდეგ მოვახდინეთ ბუკლეტების პრეზენტაცია.ამის შემდეგ გადავედით ახალი მასალის  განხილვაზე,რომლის მიზანი იყო სტანდარტებისა  და გეგმის რუბრიკების გაცნობა. გავაფორმეთ  ბლოგის დიზაინი და ვისწავლეთ ბლოგზე დისკის  ატვირთვა. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას: მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების  შეფასების  სტრატეგიები წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის  შესაფასებელი სტრატეგიები პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები სტრატეგიები გაგებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმა და მოვიფიქრე როგორ გამოვიყენებ ამ მეთოდს ჩემს თემაში და მოვათავსე პროექტის გეგმის შაბლონში.წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევარჩიე საჭიროსტრატეგია და word-ის ფაილში  ა ვკრიბე და მოვათავსე შეფასების  ფაილში. დღევანდელი ტრენინგის დღეც იყო დატვირთული და საინტერესო ჩემთვის.                          1 აგვი

პროექტის ბუკლეტი

სავაჭრო ცენტრში

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე დაიწყო მეორე დღის ნასწავლი მასალის შეჯამებით. ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა. განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევუსაბამეთ ჩვენს პროექტს. რუსულის ეროვნული სასწავლო გეგმიდან   ავირჩიე ის სტანდარტები, რომელიც შეესაბამებოდა მას.   გავეცანით საკვანძო კითხვების ნიმუშებს სხვადასხვა საგანში. განვიხილეთ საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.   შევუსაბამე ჩემს პროექტს. მესამე დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

ტრენინგის მეორე დღე

 ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია ტრენინგია მეორე დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო .   ტრენერმა ისაუბრა წინა დღით შესწავლილ მასალაზე. გავიხსენეთ და შევაჯამეთ პირველ დღეს განხილული მასალა. შევარჩიე თ პროექტის სახელწოდება . ვისაუბრე, რატომ ავირჩიე კონკრეტულად ეს თემა.   ტრენინგის ყველა მონაწილემ დაასახელა თავისი პროექტის თემა და ისაუბრა მის შესახებ ზოგადად. ტრენერმა ისაუბრა რა არის პუბლიკაცია. გაგვაცნო პუბლიკაციის სახეებსა და მის მნიშვნელობაზე.     დავამზდეთ ბუკლეტი. ტრენინგმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანი სიახლეებს და ვისწავლე ბუკლეტის დამზადება.