Posts

Showing posts from August, 2018

ტრენინგის შეჯამება

    ტრენინგი ,"პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ -ის  ინტეგრირება",რომელიც მიმდინარეობდა 9 დღის განმავლობაში,ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. გავეცანით;21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,პროექტის მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს,პროექტის გეგმის შაბლონს,პროექტის გეგმის ელექტრონულ ვერსიას. განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა.გავეცანით საქაღალდეების სტრუქტურას,გავიხსენეთ ბლოგების შექმნა,რეფლექსიის დადება ბლოგზე.word-ში მუშაობის სხვადასხვა ელემენტები გამოცემების შესაქმნელად. ბოლო დღეს წარვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები და გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროცესში საინტერესო პროექტების განხორციელებაში.

პორტფოლიო

                 პროექტი-"სავაჭრო ცენტრში"

მერვე დღე

 8 აგვისტო ტრენერმა შეაფასა წინა დღის გავლილი მასალა და გადავედით მეშვიდე მოდულზე  დიფერენცირება და ფასილიტაციაზე.ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტზე.შევქმენი ჩემს თემასთან დაკავშირებით პოსტერის რუბრიკა და ჩეკლისტი.განვიხილეთ რა არის  დიფერენცირება და როგორ მოვარგოთ სხვადასხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებებს.შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშები. გავეცანით როგორ გაუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს სასწავლო პროცესის  გაუბჯობესებისათვის. გავლილი მოდულები დამეხმარება მოსწავლეთა მხარდაჭერაში .და ჩემი მუშაობის გაუმჯობესებაში.

ტრენინგის მეშვიდე დღე 6აგვისტო

ტრენერმა შეაჯამა წინა დღეს განვლილი მასალა ,ისაუბრა განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე.განვიხილეთ პროექტის შეფასების ხუთი სტრატეგია;მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები,წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტანდარტები,პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები,სტრატეგიები გაგების,შემოწმებისა და  მეტაშემეცნების წახალისების,გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები.შემდეგ შევარჩიეთ ჩვენი თემის მიზნებიდან          გამომდინარე  მეთოდები და ჩავსვით სამოქმედო გეგმაში.შევქმენით შეფასების რუბრიკები. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო დ ა   შრომატევადი. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.

3 აგვისტო

ტრენინგის მეექვსე დღეს ტრენერმა დაიწყო წინა დღის მიმოხილვით.შემდეგ ვიმუშავეთ მე-4-ე მოდულზე სასწავლო ნიმუშების შექმნა. როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები შეფასების დროს.გავეცანით მოდულის საკვანძო კითხვებს. რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის   გაცნობა        ჩემს პროექტში.გავეცანით მოსწავლის ნაშრომის ნიმუშებს დამ ოვირგეთ მოსწავლის როლი ,შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.მოვიძიე ინტერნეტში საჭირო მასალები,ჯერ მოვათავსე მოსწავლის ნიმუშში,შემდეგ ჩემს საქაღალდეში სურათების ფაილში. პროექტის გეგმის შაბლონშიპროექტის სასწავლო მიზნები |სწავლის შედეგები შევავსეთ.ავტვირთეთ ბლოგზე.  დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო.მადლობა ქალბატონ რუსუდანს.

პროექტის პრეზენტაცია

ვიცი ,მინდა ვიცოდე,გავიგე

მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასება